TWINNING


მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებების ანალიზი (eng)

მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებების ანალიზი (eng)

2017 წლის ნოემბერში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში,  მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებების, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის გადამზადების არსებული პროგრამის ანალიზის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ ექსპერტები კონსორციუმის წევრი სამი სხვადასხვა ინსტიტუციიდან (ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრი; საფრანგეთის მოსამართლეთა ეროვნული სკოლა და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემია): ძინტრა ბალტა, ინეზე ავოტა, კოლინ ლეჟო და ჯელკო პაჟალიკი.

დაგეგმილი აქტივობის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ როგორც მოქმედ მოსამართლეებს, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებსა და წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტის უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ შესაბამის ანგარიშსა და რეკომენდაციებს.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმთან თანამშრომლობით, რომელიც შედგება ლატვიის, საფრანგეთისა და ხორვატიის შესაბამისი ინსტიტუტებისგან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI