TWINNING


სასწავლო ვიზიტი საფრაგეთის რესპუბლიკაში (eng)

სასწავლო ვიზიტი საფრაგეთის რესპუბლიკაში (eng)

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ორგანიზებით ა.წ. 4 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები: გიორგი მიროტაძე-თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი - დავით ჯაიანი, სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის მთავარი კონსულტანტი - ნინო გიგლემიანი და ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი - ანიკო ფარჯიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატთა მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ასევე საფრანგეთის კომერციული სასამართლოს საქმიანობის გაცნობა და შესაბამისი მოსამართლეების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდება საფრანგეთის სამოსამართლო სკოლის ქ. ბორდოსა და ქ. პარიზის ოფისებში, ასევე ქ. დიჟონში არსებულ კომერციულ სასამართლოსა და სასამართლოს მოხელეთა ეროვნულ სკოლაში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI