News


სამოსამართლო კანდიდატებს სერტიფიკატები გადაეცათ (eng)

სამოსამართლო კანდიდატებს სერტიფიკატები გადაეცათ (eng)

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 21 მსმენელს სერტიფიკატები გადასცეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ/თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ - ვალერი ცერცვაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა - ლაშა მაღრაძემ.

XIII ჯგუფის 21-ვე სამოსამართლო კანდიდატმა წარმატებით დაასრულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სასწავლო პროგრამა. ჯგუფის შემადგენლობაში 6 მსმენელი დაექვემდებარა 6 თვიან, ხოლო 15 მსმენელი კი 10 თვიან სწავლებას.

სამოსამართლო კანდიდატებმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ასევე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასემინარო მუშაობა და წარმატებით ჩააბარეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის დამამთავრებელი გამოცდა.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოსა და მასწავლებელთა საბჭოს წევრები. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის სასწავლო პროგრამის მხარდამჭერი, პარტნიორი ორგანიზაციების - ევროპის საბჭო (CoE) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წარმომადგენლები.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI