News


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (eng)

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (eng)

 25-26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის  „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში კახეთში, მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი, გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე/მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭია. ტრენინგში ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა - მარელა იევტოვიჩმა და თამარ თომაშვილმა. აღნიშნული ექსპერტები ქართველ ექსპერტ/ტრენერებთან ერთად მონაწილეობდნენ კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსამართლემ: თბილისისა და ბათუმის საქალაქო, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.  


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI