News


საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი (eng)

საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი (eng)

25-26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთათვის ჩატარდა სემინარი თემაზე:  „საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი“.

 

სემინარს უძღვებოდნენ:  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ექსპერტი ზაქარია შველიძე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, სუბ-რეგიონული საერთაშორისო შრომის სტანდარტების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლეო სიბელი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, ხაშურის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.  


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI