News


კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (eng)

კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (eng)

25-26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ბორჯომში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა”.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი და გიორგი ტყავაძე. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ თემაზე კურიკულუმის შემუშავის პროცესი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ იყო მხარდაჭერილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, ცაგერის, მცხეთისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.  


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI