News


ტრენერთა ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის თემაზე (eng)

ტრენერთა ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის თემაზე (eng)

იუსტიციის უმაღლესი სკოლაში ეფექტური კომუნიკაციის თემაზე (სასამართლოს მოხელეთათვის) კურიკულუმის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ მიერ.
კურიკულუმის შემუშავებაში ჩართული არიან ქართველი ტრენერი/ექპერტები და ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი.

25-26 ნოემბერს, თემის ტრენერებისთვის გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი უძღვებოდა.
კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI