News


ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა (eng)

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა (eng)

25-26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, თბილისში, სასამართლოს მოხელეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა.“

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია და კახაბერ მაჭავარიანი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი, რომელიც მოსამართლე ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ თემაზე კურიკულუმის შემუშავის პროცესი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ იყო მხარდაჭერილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა სასამართლოს მოხელემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზუგდიდისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოებიდან.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI