News


ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (eng)

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (eng)

1-2 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში  ყვარელში, სასტურმო „ყვარლის ედემში“, მოსამართლეთათვის გამართა სემინარი თემაზე: „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერი რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტი - შივონ სკანლანი, რომელიც ქართველ ტრენერებთან ერთად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI