News


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

2-3 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთათვის გაიმართა „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის“ კურსის ბოლო, მესამე ნაწილი.

ღონისძიებას უძღვებოდნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირმა პერანიძე. აღნიშნულმა ექსპერტებმა საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსის შინაარსობრივ ნაწილზე, მომავალი ტრენერებისთვის განკუთვნილი, სამ ეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

კურსის მესამე ნაწილს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ნინო ბაქაქური; ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. იურიდიული ფირმა FLS Full legal service მმართველი პარტნიორი -  ლაშა ცერცვაძე, რომლებიც ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებულ პროფესორთან - მარტინ გელტერთან ერთად უძღვებოდა ტრენერთა ტრენინგის ეტაპებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI