News


სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების პრაქტიკული გამოყენება (eng)

სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების პრაქტიკული გამოყენება (eng)

2-3 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობით, მოსამართლეთათვის გაიმართა  სემინარი თემაზე: „სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების პრაქტიკული გამოყენება“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი; საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის მუდმივმოქმედი ბიუროს პირველი მდივანი, GIZ-ის სამართლებრივი ექსპერტი მარტა პერტეგასი და საერთაშორისო კერძო სამართლის ექსპერტი (GIZ) გიორგი სვანაძე. ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი მოხსენებები გაკეთდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI