News


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (eng)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (eng)

23 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (UN OHCHR) ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასათვის"  მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანი და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ახმეტელი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო,  სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ამბროლაურის, გორის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI