News


სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან (eng)

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან (eng)

23 დეკემბერს ბორჯომში, სასტუმრო „Rixos Borjomi“-ში იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ჟურნალისტებისთვის მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჟურნალისტებს, 2017 წელს, უწყებაში მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.

ღონისძიების მონაწილე ჟურნალისტებს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გათვალისწინებულ თემებზე ინფორმაცია მიაწოდეს: 

  • ბესარიონ ბოხაშვილმა - ადამიანის უფლებათა ოფიცერი; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი;
  • ქეთევან კვინიკაძემ - იუსტიციის უმაღლესი  სკოლის დირექტორის მოადგილე.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს:

  • ლაშა მაღრაძემ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა;
  • ვლადიმერ შკოლნიკოვმა - უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებების სფეროში; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი.

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით განხორციელდა.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI