News


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა (eng)

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა (eng)

17-18 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე და გიორგი ტყავაძე.

კურიკულუმი ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI