News


კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა (eng)

კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა (eng)

31 მარტს-1 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე და მაია თეთრაული. კურიკულუმი ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ქართველი და ევროპის საბჭოს უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, მცხეთისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI