News


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლი (eng)

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლი (eng)

14 -15 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და  პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში, მოსამართლეთათვის გაიმართა „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის“ კურსის პირველი ეტაპი.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სენაკის, ზესტაფონის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

კურსი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული. წლის ბოლომდე, საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსის სამივე ეტაპი განხორციელდება.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI