News


სასამართლო მორიგება (eng)

სასამართლო მორიგება (eng)

21-22 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი  თემაზე: „სასამართლო მორიგება“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე და გოგიტა თოთოსაშვილი. სასწავლო მოდული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, ზესტაფონის, მცხეთის, თელავისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI