News


საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (eng)

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (eng)

28-29 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი. სასწავლო მოდული ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა; თბილისის საქალაქო, ამბროლაურის, მცხეთის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI