News


კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა (eng)

კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა (eng)

28-29 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა“.

 

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი მიროტაძე და მაია თეთრაული. სასწავლო მოდული ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ქართველი და ევროპის საბჭოს უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI