News


ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი (eng)

ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი (eng)

23 და 24ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეებისგან შემდგარი ორი ჯგუფისთვის გაიმართა ორი ტრენინგი თემაზე: “ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი პავლო პუშკარი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს სხვა მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ბათუმის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სენაკის, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI