News


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადიკურსი) (eng)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადიკურსი) (eng)

18 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლაში  თემაზე ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადიკურსი) სასწავლო მოდულის შემუშავებაში ჩართული ექსპერტების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროცესი ხორციელდება კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროექტის მხარდაჭერით.

მოდულის შემუშავებაში ჩართული არიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრები/მოსამართლები თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროექტის ექსპერტები: კონსტანტინე კორკელია და ლევან მესხორაძე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოდულის შემადგენლობაში გასათვალისწინებელი საკითხების იდენტიფიცირება, სასწავლო მოდულის დღის წესრიგის და მასალების მომზადების პროცესის ინიცირება.

კურსი ორიენტირებული იქნება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებზე. აღსანიშნავია რომ 2016 წელს ზემოაღნიშნული პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია ანალოგიური დატვირთვისმქონე კურსი რომელიც სისხლის სამართლის მიმართულების მოსამართლეების და სასამართლოს მოხელეებისთვის არის განკუთვნილი.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI