News


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (eng)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (eng)

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:

  • ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან, სხვა და სხვა აქტუალურ თემებზე განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს;
  • წინასწარ შეთანხმებულ თემებზე ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვა და სხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის კონფერენციებს;
  • სხვა და სხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს და იზრუნებენ მათ შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე;
  • ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI