News


ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში (eng)

ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში (eng)

30 ივნისს და 1 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში“.

სემინარს უძღვებოდნენ ის ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შორენა გიგაური. სასწავლო მოდული შემუშავდა ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტების -„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“  ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ფოთის საქალაქო და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI