30 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო, ხაშურის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.