News


საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი (eng)

საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი (eng)

7-8 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში - ლოპოტას ტბაზე მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო შრომითი სტანდარტები დასაქართველოს შრომის კოდექსი“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური  და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი. სასწავლო მოდული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, მცხეთის, ბოლნისის, სიღანაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI