News


ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (eng)

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (eng)

7-8 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე. სასწავლო მოდული შემუშავდა ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტების -„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“  ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI