News


ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები (eng)

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები (eng)

21-22 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სემინარი   ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან მოსამართლეები: ბერნის დონალდი - აშშ-ის სააპელაციო სასამართლო, მეექვსე ოლქი და ოლივერ შიონი - მიუნხენის რეგიონალური სასამართლო.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“-ს თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე - გიგა კობალაძე და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელი - სქიფ მარკი;

ღონისძიებაზე ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ასევე ევროკავშირის გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.

ღონისძიება 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში 27 მოსამართლე იღებს მონაწილეობას.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI