News


სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან (eng)

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან (eng)

24 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმი” იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ჟურნალისტებისთვის მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, კერძოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემებზე.

ღონისძიების მონაწილე ჟურნალისტებს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გათვალისწინებულ თემებზე ინფორმაცია მიაწოდეს: 

  • ნიკოლოზ ბრეგვაძე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე
  • ბესარიონ ბოხაშვილმა - ადამიანის უფლებათა ოფიცერი; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი
  • ლევან მესხორაძე - ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი

ღონისძიება გახსნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა - ლაშა მაღრაძემ.

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება.

 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI