News


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი) (eng)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი) (eng)

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით ახორციელებს სასწავლო მოდულის შექმნას თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი).

30-31 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლე-ტრენერებისთვის გაიმართა ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“პროექტის ექსპერტები უძღვებოდნენ.

კურსი ორიენტირებული იქნება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებზე. შემუშავებული მოდულის გამოყენებით, ტრენინგის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI