News


ნასყიდობის საერთაშორისო ხელშეკრულებები (eng)

ნასყიდობის საერთაშორისო ხელშეკრულებები (eng)

22-23 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: “ნასყიდობის საერთაშორისო ხელშეკრულებები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე კალიფორნიის აღმოსავლეთ ოლქში ქენდალ ნიუმენი და აშშ-ის სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ფითერ უინშიფი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, ზესტაფონისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI