24 და 25 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლე სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ახმეტელი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორისა და ბონისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.