News


სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა სტანდარტებში (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი) (eng)

სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა სტანდარტებში (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი) (eng)

15-17 დეკემბერის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ პროექტთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLOG)  და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტთან - მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა (EU4Justice) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში, სასამართლოს მოხელეებისთვის  გამართა ტრენინგი თემაზე: „სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა სტანდარტებში (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ:  გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა ოფიცერი ბესარიონ ბოხაშვილი და  ექსპერტი  ეკა ლომთათიძე

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ზუგდისის,სენაკის, სამტრედიის, ზესტაფონის, ახალციხის, ახალქალაქის, ხაშურის, გორის, მცხეთის, ბოლნისის,  სიღნაღისა და  თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI