News


სერთიფიკატების გადაცემა  HELP-ის კურსი “ განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“ (eng)

სერთიფიკატების გადაცემა HELP-ის კურსი “ განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“ (eng)

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, HELP-ის პლატფორმის ფარგლებში, თემაზე - „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“, შემუშავებული დისტანციური სწავლების კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

დისტანციური კურსი 23 ოქტომბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღო სასამართლოს ოცმა მოხელემ თბილისის სააპელაციო, ასევე, თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.

კურსის ადაპტაცია ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკასთან მოხდა ქართველი მოსამართლე-ექსპერტების: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის  პალატის თავმჯდომარის, ლევან თევზაძისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით.

პროექტი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის -  “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში და ფინანსდებოდა ევროკავშირის მიერ (პარტნიორობა კარგი მმართველობის პროგრამის ფარგლებში).


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI