News


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები (eng)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები (eng)

25-26 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსამართლემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონის, ახალციხის, გორისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI