News


გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები (eng)

გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები (eng)

1-2 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით და ევროკავშირისა (EU) და  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის (UN OHCHR) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:  ,,გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია და ევროპის საბჭოს ექსპერტი რალფ ალევალდტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, სამტრედიის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI