News


ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები (eng)

ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები (eng)

2-3 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის  საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტუალური საკითხები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ახალციხის, ბოლნისისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI