News


ეფექტური კომუნიკაცია (eng)

27-28 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში სასამართლოს მოხელეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია (Service  +)“.

ტრენინგს უძღვებოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის უფროსი სოფიო წიკლაური და ამავე სექტორის მთავარი კონსულტანტი ნინო გიგლემიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა სასამართლოს მოხელემ: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხაშურის, ბოლნისის და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI