News


მორიგების წარმოება სასამართლოში (eng)

მორიგების წარმოება სასამართლოში (eng)

29 -30 ივნისს და 1 ივლისს,  იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის გაიმართა სპეციალური სასწავლო კურსის - “მორიგების წარმოება სასამართლოში“ მეორე ეტაპი.

კურსის ექსპერტებად მოწვეული არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - თამარ ზამბახიძე, დრეზდენის სამხარეო სასამართლოს მოსამართლეები - (მედიატორი) შტეფან შმიდტი და კერსტინ შულცი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსამართლემ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.  


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI