News


სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის (eng)

სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის (eng)

30 ივნისი-1 ივლისი, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში სასტუმრო „Hilton Batumi“ ჩატარდა „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ მეორე ნაწილი. კურსის მიზანია საქართველოში ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

სპეციალური კურსი მოიცავს სამართლის იმ სფეროებსა და თემებს, რომლებიც ჟურნალისტების ჩართულობით იქნა იდენტიფიცირებული. კურსის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა ასევე გერმანელმა მოსამართლე-ექსპერტებმა. კურსი, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადებასთან (GIZ) ერთად შეიმუშავა.

ჟურნალისტთა ჯგუფმა, რომლის მონაწილეებმაც კურსის ორივე ეტაპი გაიარეს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები. აღნიშნული კურსი უკვე მეორედ ჩატარდა.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI