News


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები) (eng)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები) (eng)

17 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (პრეცედენტები)“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 19-მა მოსამართლემ: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ოზურგეთის, საჩხერის, ახალციხის, გორის, თეთრიწყაროსა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI