News


ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი (eng)

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი (eng)

21 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩს და ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უკვე მეორედ განხორციელდა. ვიზიტის დროს მზარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მიმდინარეობა და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

პროექტი კონსორციუმთან თანამშრომლობით ხორციელდება, სადაც საფრანგეთისა და ხორვატიის გარდა მონაწილეობს ლატვია, რომელიც პროექტის ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI