News


ინტელექტუალური საკუთრების საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვა (eng)

ინტელექტუალური საკუთრების საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვა (eng)

23-24 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „Hilton Batumi“, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სემინარი:  “ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის საქმეთა სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან მოსამართლეები: ვირჯინია ქოვინთონი - აშშ-ის საოლქო სასამართლო; ფლორიდის შუა ფედერალური ოლქი და ბერნის დონალდი - მოსამართლე, აშშ-ის სააპელაციო სასამართლო, მეექვსე ოლქი.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი  „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის  (CLDP) წარმომადგენელი - არეზო იაზდი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“-ს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - მანანა ფრუიძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე - გიგა კობალაძე.

ღონისძიებაზე ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.

მიმდინარე ღონისძიებაში, რომელიც 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული 27 მოსამართლე იღებს მონაწილეობას.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI