News


თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები. (eng)

თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები. (eng)

30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში სასტუმრო „Crowne Plaza“-ში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები.“

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი და შოთა გეწაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, თეთრიწყაროსა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI