News


ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების 1980 წლის ჰააგის კონვენცია (eng)

ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების 1980 წლის ჰააგის კონვენცია (eng)

5–8 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მხარდაჭერით, ბორჯომში მოსამართლეთათვის იმართება ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა საერთაშორისო გატაცებისსამოქალაქო ასპექტების 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესახებ“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, ჰააგის რაიონული სასამართლოსსაოჯახო სამართლისა და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის განყოფილების პრეზიდენტი იოჰან ვისერი, უტრეხტის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და სამართლებრივიექსპერტიკერსტინ ბართჩი და საერთაშორისო კერძო სამართლის ექსპერტი გიორგი სვანიძე. ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი მოხსენებები გაკეთდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ცენტრალური ორგანოს) წარმომადგენლების მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობასიღებს 15მოსამართლე: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI