News


„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეები (eng)

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეები (eng)

8 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის  და სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები“.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეები, მონაწილეებს გააცნეს სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ტურავა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ამბროლაურის, ახალციხის, ხაშურის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

სამუშაო შეხვედრა 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI