TWINNING


სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და პრეზენტაცია

სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და პრეზენტაცია

2017 წლის 13 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, ლატვიელმა ექსპერტმა ანნა სკრიაბინამ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელებს წარუდგინა სახელმწიფო ვალდებულებების ანალიზის დოკუმენტი.

დოკუმენტი მოიცავს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების ანალიზსა და რეკომენდაციებს.

ანალიზის ძირითად მიგნებებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა გაითვალისწინებს მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების 2018 წლის პროგრამის შემუშავებისას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნული ანალიზი იქნება ერთ-ერთი წყარო იმ აქტუალური თემების იდენტიფიცირების თვალსაზრისით, რომელზეც, პროექტის ფარგლებში, შემუშავდება სასწავლო მოდულები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI