TWINNING


დისტანციური სწავლების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება

დისტანციური სწავლების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება

2017 წლის 10 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, ლატვიელმა ექსპერტმა უდვინს პავულსმა და ხორვატიელმა მოსამართლემ, ექსპერტმა ივა ივანისევიჩ მოსტოვაჩმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელებს გააცნეს დისტანციური სწავლების მიმართულებით არსებული საუკეთესო გამოცდილება.

ექსპერტებმა მიმოიხილეს როგორც დისტანციური სწავლებისთვის გამოსაყენებელი სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმები, ასევე იუსტიციის უმაღლეს სკოლას მისცეს გარკვეული რეკომედაციები ელ-სწავლების დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციას წინ უძღვოდა, ასევე ექსპერტების შეხვედრები მოქმედ მოსამართლეებთან ელექტრონული სწავლების ფორმატზე მათი მოსაზრებების, მზაობისა და ხედვების ანალიზის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების დანერგვა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც 2018 წელს განხორციელდება.

პროექტი - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI