TWINNING


მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებების ანალიზი

მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებების ანალიზი

2017 წლის ნოემბერში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში,  მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების საჭიროებების, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის გადამზადების არსებული პროგრამის ანალიზის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ ექსპერტები კონსორციუმის წევრი სამი სხვადასხვა ინსტიტუციიდან (ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრი; საფრანგეთის მოსამართლეთა ეროვნული სკოლა და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემია): ძინტრა ბალტა, ინეზე ავოტა, კოლინ ლეჟო და ჟელკო პაიალიჩი.

დაგეგმილი აქტივობის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ როგორც მოქმედ მოსამართლეებს, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებსა და წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტის უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ შესაბამის ანგარიშსა და რეკომენდაციებს.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმთან თანამშრომლობით, რომელიც შედგება ლატვიის, საფრანგეთისა და ხორვატიის შესაბამისი ინსტიტუტებისგან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI