TWINNING


სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის შემდგომი განვითარება

სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის შემდგომი განვითარება

2017 წლის 17 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ექსპერტმა ანა სკრიაბინამ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებს წარუდგინა სასამართლო სისტემაში არსებული საჭიროებების და გამოწვევების კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.  

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში ექსპერტმა შეხვედრები გამართა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI