TWINNING


ვიზიტი ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში

ვიზიტი ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში

2017 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), დირექტორის მოადგილე - ქეთევან კვინიკაძე და ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის უფროსი - თამარ პაპაშვილი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატთა მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ერთ კვირიანი, ინტენსიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის; სასამართლო ადმინისტრაციის, სასამართლოს საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე რაიონული და რეგიონული სასამართლოების მოსამართლეებთან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI